ჩემზეპროექტებიკონტაქტი
თბილისი --:--
ქაEN

კონტაქტი

ჩემთან დასაკავშირებლად საუკეთესო გზა ელფოსტაა.

[email protected]
  • Kaloriokalorio.ge
  • Taskioapp.taskio.ge
  • Qulappqulapp.ge
© 2026 გიორგი ლომიძეთბილისი --:-- GMT+4ზემოთ
lmdz.ge/Kalorio

Kalorio

გადაუღე ფოტო — კალორიებს AI დაგითვლის.

ქართული კალორიების მთვლელი. იცნობს ხინკალს, ლობიანს და ჩურჩხელას — და ყველაფერს წამებში ითვლის. სკანერი, პროგრესი, რაციონი და სერია — ყველაფერი ერთ, საოცრად მარტივ აპში.

iPhone, Androidგამოვიდა 2025ჩამოტვირთვა უფასოა4.95-დან,486 შეფასება
kalorio.geApp StoreGoogle Play
სკანერი: ქათმის ფილე გრილზე, კალორიები, მაკროები და ჯანსაღობის ქულა
მთავარი ეკრანი: დღის დარჩენილი კალორიები, მაკროები და დღევანდელი კვება
პერსონალური რაციონი კვირისთვის

რას აკეთებს

  • დაითვალე კალორიები მარტივად

    AI კერძს ამოიცნობს და მაკროებს დაითვლის.

  • იცნობს ქართულ სამზარეულოს

    ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი, ჩურჩხელა, მწვადი, ფხალი, ბადრიჯანი ნიგვზით, აჯაფსანდალი, ჩაქაფული, ელარჯი.

  • მთელი დღე ერთ ეკრანზე

    კალორიები, ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები და ყველა კვება ერთი შეხედვით.

  • რა ვჭამო?

    ვერ გადაწყვიტე, რა მოამზადო? მიიღე AI რეკომენდაცია წამებში.

  • ჭკვიანი რაციონი

    პერსონალური კვების გეგმა შენი მიზნის, გემოვნებისა და ალერგიების მიხედვით.

  • შტრიხკოდის სკანერი

    დაასკანერე პროდუქტის შტრიხკოდი და მიიღე ზუსტი ნუტრიციული ინფორმაცია.

  • ინტერვალური მარხვა

    აირჩიე მარხვის რეჟიმი და თვალი ადევნე ტაიმერს პირდაპირ აპლიკაციაში.

  • წყალი და აქტივობა

    ყოველდღიური წყლის ნორმა შეხსენებებით, ნაბიჯები და დახარჯული კალორიები კი Apple Health-იდან და Google Fit-იდან.

როგორ მუშაობს

  1. 01

    დაისახე მიზანი

    აირჩიე შენი მთავარი მიზანი — წონის კლება, მომატება ან შენარჩუნება — და მიიღე ზუსტი ყოველდღიური გეგმა.

  2. 02

    გადაიღე და აღრიცხე

    დაასკანერე საჭმელი კამერით ან შტრიხკოდით. AI წამებში დათვლის კალორიებს და მაკროელემენტებს.

  3. 03

    მიაღწიე შედეგს

    თვალი ადევნე დინამიკას, შეინარჩუნე სერია და გაიუმჯობესე ჯანმრთელობა ეტაპობრივად.

ხშირი კითხვები

რა არის Kalorio?

Kalorio არის თქვენი პირადი ნუტრიციოლოგი, რომელიც გეხმარებათ წონის მართვაში კალორიების ჭკვიანი ტრეკინგის, AI ანალიზისა და პერსონალიზებული რაციონის მეშვეობით.

უფასოა Kalorio?

დიახ, Kalorio გთავაზობთ უფასო ვერსიას ძირითადი ფუნქციებით. მოწინავე ფუნქციებისთვის, როგორიცაა AI სკანირება და დეტალური რაციონი, გვაქვს Kalorio Pro.

როგორ მუშაობს AI სკანერი?

AI აანალიზებს საკვების ვიზუალს ნუტრიციული მონაცემების გამოსათვლელად. საუკეთესო შედეგისთვის სურათი უნდა იყოს ნათელი და მკაფიო.

როგორ ითვლება ჩემი მიზნები?

Kalorio იყენებს Mifflin-St Jeor-ის ფორმულას თქვენი აქტივობის დონის და წონის მიზნის (კლება, შენარჩუნება, მატება) გათვალისწინებით.

როგორ ჩავწერო საკვები?

დააჭირეთ + ღილაკს მთავარ გვერდზე და აირჩიეთ AI სკანერი, შტრიხკოდი ან ხელით ჩაწერა.

როგორ დავაკავშირო Apple Health?

შედით: პროფილი > პარამეტრები > Health სინქრონიზაცია, ნაბიჯებისა და აქტივობის ავტომატური აღრიცხვისთვის.

მუშაობს აპლიკაცია ინტერნეტის გარეშე?

შეგიძლიათ ნახოთ სტატუსი და ჩაწეროთ მონაცემები. AI ფუნქციები და ღრუბლოვანი სინქრონიზაცია საჭიროებს ინტერნეტს.

დაცულია ჩემი მონაცემები?

დიახ, Kalorio იყენებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს არ გადაეცემა.

სხვა აპები

  • Taskioდაწერე ან თქვი ყველაფერი, რაც თავში გიტრიალებს, და დღის გეგმას მიიღებ.
  • Qulappიყიდე პარტნიორ მაღაზიებში, გადაუღე ჩეკს და ქულები დახარჯე შეთავაზებებზე, რომლებიც ნამდვილად გინდა.