ჩემზეპროექტებიკონტაქტი
თბილისი --:--
ქაEN

კონტაქტი

ჩემთან დასაკავშირებლად საუკეთესო გზა ელფოსტაა.

[email protected]
  • Kaloriokalorio.ge
  • Taskioapp.taskio.ge
  • Qulappqulapp.ge
  • Garderobigarderobi.ge
© 2026 გიორგი ლომიძეთბილისი --:-- GMT+4ზემოთ
lmdz.ge/Garderobi

Garderobi

ჩაიცვი ლამაზად, ყოველდღე.

გადაუღე ტანსაცმელს ფოტო და მთელი გარდერობი ერთ ადგილას გექნება. Garderobi შენივე ნივთებიდან აწყობს ლუქებს: ამინდის, შენი სტილისა და დღის მიხედვით. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ.

iPhoneგამოვიდა 2026ახლა ამაზე ვმუშაობ
garderobi.ge
დღეს: დღის ლუქი ამინდის მიხედვით და მის ქვემოთ მთელი კვირა
გარდერობი: ყველა ნივთი ფონის გარეშე, კატეგორიებად
კალენდარი: რა გეცვა და რა გაქვს დაგეგმილი, დღეების მიხედვით

რას აკეთებს

  • ლუქი ყოველდღე

    გაიღვიძე და უკვე იცი, რა ჩაიცვა, ამინდის გათვალისწინებით.

  • ციფრული გარდერობი

    ნივთს უბრალოდ ფოტოს უღებ: ფონი იშლება და დეტალები თავისით ივსება.

  • ნახე საკუთარ თავზე

    დაამატე ერთი სელფი და ლუქებს საკუთარ თავზე ნახავ, სანამ ჩაიცვამ.

  • დაგეგმე კვირა

    ჩასვი ლუქები კალენდარში და დილით შეხსენებას მიიღებ.

  • სტილის პასპორტი

    შენი ფერები, ფავორიტები და ნივთები, რომლებსაც იშვიათად იცვამ.

  • ქართული შემთხვევები

    ყოველდღიური, სამსახური, პაემანი, სუფრა თუ ეკლესია: ლუქი იმის მიხედვითაა, სად მიდიხარ.

როგორ მუშაობს

  1. 01

    გადაუღე ნივთს ფოტო

    ერთი ნივთი ერთ ფოტოზე. აპი მას ამოჭრის და ფერს, სეზონსა და ტიპს თავად ამოიცნობს.

  2. 02

    მიიღე ლუქი

    ყოველ დილით ლუქი შენივე ტანსაცმლიდან, დღევანდელი ამინდისა და გეგმებისთვის.

  3. 03

    ჩაიცვი და ჩაინიშნე

    მონიშნე, რა გაცვია, და კალენდარი დაიმახსოვრებს.

ხშირი კითხვები

Garderobi უკვე გამოვიდა?

ჯერ არა. ახლა მზადდება და პირველად App Store-ზე გამოვა.

რომელ ენებზეა?

ქართულად და ინგლისურად.

Android-ზეც იქნება?

პირველად iPhone-ზე გამოვა.

სად ინახება ჩემი ფოტოები?

შენს ტელეფონში და, სარეზერვო ასლის სახით, შენს პირად ანგარიშზე, რომ გარდერობი ახალ ტელეფონზეც დაგიბრუნდეს. კონფიდენციალურობის პოლიტიკა: garderobi.ge/privacy.

სხვა აპები

  • Kalorioგადაუღე თეფშს ფოტო და AI კალორიებს დაგითვლის. ხინკალს, ლობიანსა და ჩურჩხელასაც იცნობს.
  • Taskioდაწერე ან თქვი ყველაფერი, რაც თავში გიტრიალებს, და დღის გეგმას მიიღებ.
  • Qulappიყიდე პარტნიორ მაღაზიებში, გადაუღე ჩეკს და ქულები დახარჯე შეთავაზებებზე, რომლებიც ნამდვილად გინდა.